რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დნიპროში სამედიცინო დაწესებულებაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

Serhii Lysak via Telegram

უკრაინის ქალაქ დნიპროში სამედიცინო დაწესებულებასა და ვეტერინარულ კლინიკაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

მისივე თქმით, სამი ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს შენობაში იყვნენ, კვლავ დაკარგულად ითვლებიან.

"ნამსხვრევების 90% ამ დროისთვის გაწმენდილია. სამი ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, დარტყმის დროს შენობაში იმყოფებოდნენ, ამ დრომდე დაკარგულები არიან. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა იქ სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული" - წერს ლისაკი.

"კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული. მხოლოდ ბოროტ სახელმწიფოს შეუძლია საავადმყოფოების წინააღმდეგ ბრძოლა. ამაში არანაირი სამხედრო მიზანი არაა. წმინდად რუსულ ტერორს წარმოადგენს". წერს ზელენსკი Twitter-ზე. 

კომენტარები