დიდი ბრიტანეთი

პირი, რომელიც ლონდონში პრემიერმინისტრის საცხოვრებლის ჭიშკარს მანქანით დაეჯახა, დააკავეს

25 მაისს, ლონდონში, დაუნინგ-სტრიტზე, შენობის ჭიშკარს, სადაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ცხოვრობს და მუშაობს, ავტომობილი შეეჯახა

მოწმეს თქმით, მძღოლი, სავარაუდოდ, 50 წელს გადაცილებული, თეთრკანიანი კაცი იყო.

"ინციდენტს უესტმინსტერში ადგილობრივი ოფიცრები განიხილავენ და ამჟამად ტერორიზმს არ უკავშირებენ". - ნათქვამია ლონდონის პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ოფიცრებმა შემთხვევის ადგილზე დანაშაულებრივი დაზიანებისა და სახიფათო მანქანის მართვის ბრალდებით კაცი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები