კანადა-საუდის არაბეთი

კანადა და საუდის არაბეთი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე შეთანხმდნენ

კანადა და საუდის არაბეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება კანადის პრემიერმინსტრს, ჯასტინ ტრუდოსა და საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს შორის ნოემბერში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე (APEC) საუბარს მოჰყვა. 

საუდის არაბეთისა და კანადის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, "დიპლომატიური ურთიერთობის აღდეგნის გადაწყვეტილება ორი მხარის საერთო პატივისცემითა და ინტერესებიდან გამომდინარეობს".

კანადასა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა 2018 წელს, ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შედეგად დაიძაბა. ასევე, ამავე წელს კანადის საელჩომ არაბულად დაწერა Twitter-ზე და მოითხოვაქა ლთა უფლებების დაკავებული აქტივისტების დაუყონებლივ გათავისუფლება,შედეგად, საუდის არაბეთმა კანადიდან საკუთარი ელჩი გაიწვია და კანადას სავაჭრო სანქციები დაუწესა. 

დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, საუდის არაბეთი რჩება ახლო აღმოსავლეთში კანადის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად. 

კომენტარები