რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვა: უკრაინული საზღვაო დრონები რუსულ სადაზვერვო ხომალდს თავს დაესხნენ

რუსული სადაზვერვო ხომალდი - Иван Хурс
Alexander Galperin

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ უკრაინული საზღვაო დრონები შავ ზღვაში რუსულ სადაზვერვო ხომალდს, Иван Хурс-ს თავს დაესხნენ. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა დილის  05:30-ზე, ბოსფორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 140 კილომეტრში მოხდა. 

თავდასხმაში 3 საზღვაო დრონი მონაწილეობდა. რუსეთის თავდაცვის უწყების სპიკერის, იგორ კონაშენკოვის ცნობით, სამივე მათგანი განადგურებულია. 

"უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამი სწრაფმავალი უეკიპაჟო კატერით შავ ზღვის ხომალდ Иван Хурс-ზე თავდასხმის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ. ხომალდი თურქეთის ეკონომიკურ ზონაში გაზსადენების, "თურქული ნაკადისა" და "ლურჯი ნაკადის" უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს ასრულებდა". - აღნიშნა შემთხვევასთან დაკავშირებით კონაშენკოვმა. 

უკრაინულ მხარეს შემთხვევასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია გაუვრცელებია.

კომენტარები