ჩვენ ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვართ, როგორ უნდა წარიმართოს ვილნიუსის სამიტი. ვიცით, რომ საქართველო მიიღებს მონაწილეობას, დიდი ალბათობით საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. პრემიერი ღარიბაშვილი იმყოფებოდა მადრიდის სამიტზე, მაგრამ საკითხი არ დგას ასე, ვინ დაესწრება სამიტს. ჩვენ ერთგული ვართ საქართველოს მიმართ და ასე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, ვინ იღებს მონაწილეობას სამიტში.
არსებობს რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს და არსებობს სერიოზული შეშფოთებაც, მათი გატარების დონესა და ტემპთან დაკავშირებით, ასევე არსთან დაკავშირებით და უკვე ვახსენე უცხოური აგენტების შესახებ კანონი.