ყირიმის ხიდი

ყირიმის ხიდზე კვამლი შეინიშნება – მედია

კვამლი ყირიმის ხიდზე
UNIAN/კადრი ვიდეოდან

უკრაინული მედიის ტელეგრამ-არხით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ოკუპირებულ ყირიმის ხიდზე კვამლი შეინიშნება.

აქამდე ყირიმის მარიონეტი ხელმძღვანელი, სერგეი აქსენოვი თავის ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ყირიმის ხიდი წვრთნების გამო დროებით იყო დაკეტილი.

რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე კვამლი სწორედ წვრთნებს უკავშირდება. 

როგორც რუსული სამთავრობო მედია ტამანის ადმინისტრაციის სამსახურზე დაყრდნობით წერს, ყირიმის ხიდზე მოძრაობა აღდგენილია. ამასთან, მათივე ინფორმაციით, მძღოლებს სახმელეთო დერეფნით სარგებლობა შეუძლიათ.

კომენტარები