რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთი არმიაში დისციპლინის გაუმჯობესებას ცდილობს, თუმცა საკითხი უარესდება

Alexander Avilov / Moskva News Agency

დიდი ბრიტანეთს დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსულ ჯარში დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები გასულ წელს იძულებითი გაწვევის დაწყების შემდეგ გაუარესდა.

დიდი ბრიტანეთის ანალიტიკოსების ცნობით, დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის იანვრიდან მაისამდე რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა სამხედროების დანაკლისის შესახებ დაახლოებით 1053 საქმე განიხილეს.

სასამართლოს ანგარიშების მიხედვით, იმ პირთა უმრავლესობა, რომლებიც ბრძოლის ველზე არყოფნის გამო დამნაშავედ ცნეს, ახლა პირობით სასჯელს იხდიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი, შესაძლოა, უკრაინის ომის ზონაში თავიდან გადანაწილდნენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალებს უკრაინასთან ომის განმავლობაში დისციპლინის შენარჩუნება უჭირდათ, თუმცა პრობლემა 2022 წლის ოქტომბრიდან გამწვავდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა რეზერვისტების იძულებითი მობილიზება დაიწყო.

 

კომენტარები