რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუდანოვი: კონტრშეტევა მალე დაიწყება, შეიარაღების მინიმუმი უკვე გვაქვს

კირილ ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა ქვა, რომ უკრაინას კონტრშეტევის დაწყებისთვის საჭირო შეიარაღების მინიმუმი უკვე აქვს და კონტრშეტევა მალე დაიწყება. ამის შესახებ ბუდანოვმა იაპონურ მაუწყებლობა NHK-სთან ისაუბრა.

"ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და მეტ დროს ვერ დავკარგავთ. შეიარაღებისა და აღჭურვილობის საჭირო მინიმუმი უკვე გვაქვს. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს [კონტრშეტევა] მალე დაიწყება." - ამბობს ბუდანოვი.

ამასთან, ბუდანოვმა თქვა, რომ რუსების უკრაინის ტერიტორიიდან განდევნის მიზნით უკრაინა ყველა არსებულ ძალასა და აქტივს გამოიყენებს. მისივე თქმით, წარმატებული ოპერაციისთვის საჭირო იქნება "იარაღისა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგი".

"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით და აუცილებლად უსერიოზულეს ნაბიჯებს გადავდგამთ. ვიცი, რომ ყველა მოტივირებულები ვართ და არამარტო ისინი, ვინც ამ გეგმის შესახებ იცის, ჩვენი ხალხიც... მე ვერ გიპასუხებთ იმაზე, თუ სად და როდის დაიწყება კონტრშეტევა, მაგრამ თქვენ ამას აუცილებლად იხილავთ, რუსეთი კი აუცილებლად იგრძნობს... ჩვენ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ვფიქრობ, რომ საწყის ნაბიჯებს სულ მალე გადავდგამთ". - აღნიშნა ზელენსკიმ. 

როგორც CNN-თან ამერიკელმა და დასავლელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურად თქვეს, უკრაინელმა სამხედროებმა კონტრიერიშის წინ "ფორმირების" ოპერაციები დაიწყეს. 

ფორმირების ოპერაციები გულისხმობს იარაღის საცავებზე, სამეთაურო ცენტრებზე, საარტილერიო სისტემებსა და ჯავშანტექნიკაზე თავდასხმებს, რათა ბრძოლის ველი იერიშის დაწყებისთვის გამზადდეს. ეს არის სტანდარტული ტაქტიკა, რომელსაც ფართო, კომბინირებული ოპერაციების წინ მიმართავენ.

 

კომენტარები