რეკლამა

(რ) Apeople-მა მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს ფულადი პრიზები გადასცა

დოჰაში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე აჭარაბეთის ხუთმა ამბასადორმა მიიღო მონაწილეობა, სადაც ძიუდოს ისტორიაში მნიშვნელოვანი შედეგები დაფიქსირდა. ტატო გრიგალაშვილი დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ტატამზე მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და ტიტული დაიცვა. ტატო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელიც ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. აჭარაბეთი კიდევ ერთხელ ულოცავს ტატოს ბრწყინვალე გამარჯვებას.

“მსოფლიო ჩემპიონატს ძალიან დადებითად შევაფასებ, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ისტორიულ შედეგებში წვლილი მიგიძღვის. რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ადამიანი ვარ, ვინც ეს შეძლო და ზედიზედ ორჯერ მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი. რა თქმა უნდა, ვეცდები ეს ტიტული მესამედაც ჩემი გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია აჭარაბეთისა და გულშემატკივრების მხარდაჭერა. ეს არის მოტივაცია, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ერთად კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია". - თქვა ტატო გრიგალაშვილმა.

მრავალი წელია, კომპანია აჭარაბეთი ქართველი ძიუდოისტების აქტიური მხარდამჭერია. აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანია ქართველი სპორტსმენების შესაძლებლობების გამოვლენა და ქართველი გულშემატკივრის გახარება. სწორედ ამ მიზნითა და აჭარაბეთის ინიციატივით, ჩემპიონატიდან დაბრუნებული ძიუდოისტები გულშემატკივრებს შეხვდნენ და ამასთან ერთად კომპანიამ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადასცა. გვჯერა, რომ აჭარაბეთის მხარდაჭერით, ქართველ ძიუდოისტებს წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელით.

 

კომენტარები