ევროპარლამენტარები პოლიტპატიმრებზე

ლექსმანი: კობახიძის მიერ უფლებების დარღვევის საკითხებში ღრმა ექსპერტიზა ირონიულია

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი

ვროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ კობახიძის მიერ დამიანის უფლებების დარღვევის საკითხებში ასეთი ღრმა ექსპერტიზა ირონიულია.

"ირონიულია ბატონი კობახიძის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებში ასეთი ღრმა ექსპერტიზის შემოთავაზება - სად არის მისი ექსპერტიზა, როდესაც საქმე ეხება ნიკა გვარამიას ან მიხეილ სააკაშვილს?" - წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი Twitter-ზე.

ლექსმანი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, რადგან ეს მიდგომა ადამიანის უფლებების სტანდარტებს უხეშად ეწინააღმდეგება.

"არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ზოგადად, ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება უხეშად ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და პირდაპირ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს" - ამბობს კობახიძე.

 

კომენტარები