რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დანაშაული გენოციდად აღიარა

GETTY IMAGES

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა, ხოლო რუსეთის ტერორისტული რეჟიმი რაშიზმად. 

European Truth-ის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იეგორ ჩერნევმა ისაუბრა.

ჩერნევის თქმით, ლუქსემბურგში NATO-ს სესიაზე დეკლარაცია მიიღეს, რომელიც გულისხმობს NATO-ს ქვეყნების პარლამენტარების ერთსულოვან მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნალის საკითხზე. ამასთან, უკრაინის დახმარებას გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ.

გარდა ამისა, დოკუმენტი გმობს რაშიზმის იდეოლოგიას, მხარს უჭერს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სანქციებს, რეპარაციების და უკრაინის აღდგენის "მარშალის გეგმას". 

"ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე ჩვენ მივიღეთ უკიდურესად ძლიერი დეკლარაცია, რომელსაც ექნება სერიოზული პოლიტიკური შედეგები".  - დასძინა ჩერნევმა.

ამასთან, ასამბლეამ თავისი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ვილნიუსის სამიტზე ღიად დაუჭირონ მხარი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს და შეთანხმდნენ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებზე.

მოაწერეთ ხელი თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას, ევროპული საქართველოს, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა და აფხაზთა კრების კამპანიის ფარგლებში შექმნილ პეტიციას აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ.

კომენტარები