ტრისტან წითელაშვილი

წითელაშვილი: ჩემი და მოსახლეობის 90%-ის აზრით, ღარიბაშვილს ნობელის პრემია უნდა მივანიჭოთ

ფორმულა

ყოფილი პოლკოვნიკი, სამშობლოს ღალატისთვის მსჯავრდებული ტრისტან წითელაშვილი ამბობს, რომ მისი და საქართველოს მოსახლეობის 90%-ის აზრით, პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ნობელის პრემია უნდა მიენიჭოს.

"ჩემი და საქართველოს მოსახლეობის 90%-ის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილს ნობელის პრემია მართლაც უნდა მივანიჭოთ, რადგან, დღეს საქართველო დანის პირზე დაიარება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ როგორმე ის პროვოკაციები ააცილოს, რომელიც აშშ-დან საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს [...] პრემიერი მადლობისთვის არაფერს აკეთებს, ის ყველაფერს საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობისთვის აკეთებს. ამიტომ, ის მადლობელი იქნება თუ არა, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ის ნაბიჯი გადავდგათ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მშვიდობასთან დაკავშირებით დაიმსახურა". - ამბობს წითელაშვილი TV პირველთან საუბარში.

პრორუსმა ვალერი კვარაცხელიამ facebook-ზე დაწერა, რომ ქართველმა ხალხმა ირაკლი ღარიბაშვილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინოს. კვარაცხელიას თქმით, ღარიბაშვილს კაცობრიობისთვის გლობალური ომის აცილების ჰუმანურ საქმეში უზარმაზარი წვლილი შეაქვს.


ტრისტან წითელაშვილი ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. მას ბრალად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა. 2013 წელს ქართულმა ოცნებამ წითელაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.

კომენტარები