ტრისტან წითელაშვილი

წითელაშვილი პრემიერის მილოცვაზე: ალბათ, ქვეყნის წინაშე ჩემს დამსახურებებს გადახედა

რუსთავი 2

​სამშობლოს​ ღალატისთვის მსჯავრდებული ტრისტან წითელაშვილი ამბობს, რომ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქვეყნის წინაშე მისი დამსახურებები დაუფასა და საახალწლო მისალოცი ამიტომაც გამოუგზავნა.

მისი თქმით მისალოც ბარათებს ყოველწლიურად იღებს. მისი თქმით, შარშან პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჩუქრებიც გამოუგზავნა. 

"ალბათ, გადახედა ჩემს წარსულს, ჩემს დამსახურებებს ჩემი ქვეყნის წინაშე. აფხაზეთი-სამაჩაბლოს ბრძოლასთან დაკავშირებით და ის, რაც შეიარაღებულ ძალებში გამიკეთებია და დამინერგია. აქედან გამომდინარე დევს ყველაფერი არქივებში. ასევე ვარ დაჯილდოვებული ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. ყოველ წელიწადს მომდის მოლოცვები აბსოლუტურად, როგორც ვეტერანს მომილოცა კვირიკაშვილმა შარშან და სა​ჩუქრებიც კი მივიღეთ, გარკვეული ამანათები, ერთი ბოთლი კონიაკი იყო და ერთი ბოთლი ღვინო",- ამბობს წითელაშვილი. 

საახალწლო მილოცვა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმოწერით წითელაშვილმა გუშინ, 13 იანვარს ფეისბუქზე გამოაქვეყნა და პრემიერს მადლობა გადაუხადა.​
წითელაშვილისთვის საახალწლო მისალოცი ბარათის გაგზავნაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები