საბოლოო ჯამში, თავად ოპოზიციამ აღიარა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება. და რატომ - ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც ვიზების შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვასა და ფრენების აკრძალვას შეეხება, არის სანქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანა რუსეთთან ესკალაციაზე მიდის. თავის მხრივ, ესკალაცია გულისხმობს, რომ ისეთ სპირალში შევდივართ, რომლის შედეგების წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც სანქციებს აწესებ, მოსალოდნელია, რომ ამის საპირისპიროდ იქნება კონტრსანქციები და რაღაც საპასუხო ზომები, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას საფრთხე შეექმნება [...] ასევე, დიდი საფრთხეა, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან ანექსიის პოლიტიკაზე გადავიდეს.
tbl.ge/6dot
დაკოპირდა

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, საჭიროა თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება.
ამავე თემაზე
- 2008 წლის ომით დასავლეთმა სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა – მედვედევი
- მედვედევი: NATO ტარანად იყენებდა მარიონეტ საქართველოს, უკრაინას. ახლა მოლდოვას და სომხეთს
- პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
- "სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
- Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ




