ევროკავშირი

ბრიუსელში EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საგარეო პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ

22 მაისს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საგარეო პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის მთავარი განხილვის საგანი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომია. 

შეხვედრას დისტანციურად შეუერთდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება. უკრაინის გარდა, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები  ალბანეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებთანაც არის დაგეგმილი. 

ბრიუსელში შეხვედრები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

კომენტარები