საქართველო-რუსეთი

როიტენი: ქართველებს ესმით, რომ მათი მთავრობის პოლიტიკა გამოიწვევს რუსეთზე დამოკიდებულებას

ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ მათი მთავრობის პოლიტიკა საბოლოოდ გამოიწვევს პუტინის რუსეთზე დამოკიდებულებას და მსხვერპლად წირავს თავისუფლებისთვის მძიმე ბრძოლას. #არარუსულფრენებს.

ჩვენ ვხედავთ, თქვენს ძლიერ ნებას, გახდეთ ჩვენი ღირებულებების ნაწილი. საქართველო ევროპაა.

წერს ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი, თიის როიტენი.

16 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები აღდგა. ფრენებს რუსული ავიაკომპანია Азимут-ი და Georgian Airways-ი ასრულებენ. Азимут-ის მიერ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით შესრულებულ პირდაპირ ფრენას 19 მაისს პარლამენტთან საპროტესტო აქცია - რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება - მოყვა.

კომენტარები