რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: აშშ უკრაინელ მფრინავებს ჩაუტარებს წვრთნებს F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰიროშიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან აღნიშნა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას ამერიკული F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში. ამის შესახებ CNN-ი აშშ-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს

წყაროს ინფორმაციით, ერთობლივი წვრთნები აშშ-ში არ დაიგეგმება და, სავარაუდოდ, სრულად ევროპაში იქნება, თუმცა, წვრთნებში ამერიკელი პერსონალიც მიიღებს მონაწილეობას. მოსალოდნელია, რომ წვრთნები რამდენიმე თვე გაგრძელდება. 

"ვინაიდან წვრთნები უახლოეს თვეებში ჩატარდება, მასში მონაწილე ქვეყნების კოალიცია გადაწყვეტს, რომელი ქვეყნები და როდის მიაწვდიან უკრაინას თვითმფრინავებს". - აღნიშნავს მაღალჩინოსანი. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს "ავიაგამანადგურებლების საერთაშორისო კოალიციას" ისტორიული უწოდა.

"ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს საჰაერო სივრცეში. იმედი მაქვს, განვიხილავ ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დეტალებს ჰიროშიმაში, დიდი შვიდეულის სამიტზე". - წერს ზელენსკი Twitter-ზე. 

"საერთაშორისო კოალიცია" ოფიციალურად გასულ კვირას შეიქმნა, რომლის მიზანიც უკრაინისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების უზრუნველყოფაა. მასში გაერთანდნენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი და, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა. ნიდერლანდმა, დანიამ და ბელგიამ უკვე აღნიშნეს, რომ მზად არიან, თავიანთი საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას გადასცენ.

კომენტარები