საქართველო-რუსეთი

იოზვიაკი: ყველამ იცის, რუსეთთან ფრენები ევროკავშირის სანქციაა

რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენის გასაპროტესტებლად რუსთაველზე შეკრებილ ხალხს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი შეუერთდა.  

"საკმაოდ ცუდი ამბავია საქართველოსთვის. მე ვსაუბრობ როგორც ადამიანი, რომელიც თვალს ადევნებს ევროკავშირის პოლიტიკას. ყველამ იცის, რომ რუსეთთან ფრენები ევროკავშირის სანქციაა. საქართველოს სურს იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, დანარჩენი თქვენით გამოთვალეთ". – თქვა იოზვიაკმა. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კომპანია Азимут-ი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 რეისს შეასრულებს. სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-ისთვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გასცა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები