ჩემი დამოკიდებულება ვერანაირად ვერ იქნება დადებითი, რადგან ყველამ კარგად იცის, გიორგის რაც გაუკეთეს და არა მარტო გიორგის. სასტიკად მოექცნენ ჩვენს ჯარისკაცებს და მოსახლეობას. წაგვართვეს ამდენი სოფელი, ტერიტორიები დასაბრუნებელია და ვერანაირად ვერ იქნება ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ დადებითი. ჩემთვის რუსეთი მტერია და იქნება ყოველთვის. ჩემთვის არის მძიმე და მათთვის, ვინც დაკარგეს საყვარელი ადამიანები: მეუღლეები, შვილები და მამები. მათთვის მძიმეა და ყოველთვის ასე იქნება. რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს კარგი დამოკიდებულება. მე არასდროს მაქვს კარგი დამოკიდებულება და ვერც მექნება, ასე არის ბევრი ადამიანი, არა მარტო ისინი, ვინც დაკარგეს საყვარელი ადამიანები.
tbl.ge/6dlj
დაკოპირდა

ამბობს გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე ფორმულასთან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვი-თბილისის პირველი პირდაპირი რეისი დაეშვა, რომელიც ავიაკომპანია აზიმუტმა განახორციელა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია დროა და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ
ამავე თემაზე
- შვიდკოი: უაზრობა იქნებოდა რუსეთ-საქართველოს კულტურული კავშირის გაწყვეტა
- შვიდკოი: სტურუას დადგმის ნახვა ისე მინდოდა, თბილისში ჩამოსვლა ღონისძიებას დავამთხვიე
- "კულტურას ჩვენს შორის ნდობის აღდგენა შეუძლია "- თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
- ზახაროვა: საქართველომ, EU-ს უხეში ზეწოლის მიუხედავად, მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია
- სებ-ს ჰქონდა რეაგირება, დანარჩენი საინტერესო არაა – კობახიძე სანქცირებულ კომპანიებზე




