შეზღუდული ავიამიმოსვლა საქართველოსთან ძალაში 2019 წელს შევიდა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მაშინ, თბილისში ჩვენი ტურისტებისთვის ყოფნა უსაფრთხო არ იყო. ამ მომენტში, ჩვენს სახელმწიფოებს შორის ავიამიმოსვლა აღდგენილია და გაუქმებულია სავიზო რეჟიმი საქართველოში ჩამომსვლელი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მიგვაჩნია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განვითარებაში შემდეგი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გახდება. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის სრულყოფილი საკონსულო მომსახურების გაწევის საშუალებას მოგვცემს. ჩვენს ერებს ბევრი რამ აერთიანებს. ჩვენ გვაქვს საერთო სულიერი, მორალური ფასეულობები და საერთო კულტურა.
საქართველო-რუსეთი
გავრილოვი: შემდეგი ნაბიჯი საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა უნდა იყოს
tbl.ge/6dl3
დაკოპირდა
წერს რუსეთის დეპუტატი სერგეი გავროლოვი საკუთარ Telegram არხზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვი-თბილისის პირველი პირდაპირი რეისი დაეშვა, რომელიც ავიაკომპანია აზიმუტმა განახორციელა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია დროა და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
ამავე თემაზე
- კარასინის აზრით, რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
- Агентство: ФСБ-სთან დაახლოებული ინსტიტუტი თბილისში მართავს კონფერენციას "ღირებულებებზე"
- The Insider-ის გამოძიების ავტორის კომენტარი საქართველოში ГРУ-ს შესაძლო მოქმედებაზე
- Азимут-მა სანქტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყო
- რუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ პროექტზე მუშაობს, საქართველოში არ შემოუშვეს