რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტს ვირტუალურად შეუერთდება – უკრაინის უსაფრთხოების საბჭო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტს, რომელიც იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში 19-21 მაისს გაიმართება, ონლაინ შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭო ავრცელებს

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი სამიტზე დასასწრებლად იაპონიაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით გაემგზავრებოდა. ამის შესახებ ცნობები გაავრცელეს ისეთმა მედიებმა, როგორებიცაა Bloomberg-ი, CNN-ი, Reuters-ი, The Japan Times-ი და სხვები. 

სამიტის მნიშვნელოვანი თემა უკრაინის ომია. G7-ის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებას გეგმავენ. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის მე-11 პაკეტის მსგავსად, საერთაშორისო სანქციები ევროპის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხებათ, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან.

სამიტის დაწყების წინ, დიდი შვიდეულის წევრმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა რუსული ალმასის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტს აკრძალავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი Twitter-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც აღნიშნავს, რომ რუსული ალმასით ვაჭრობას ევროკავშირიც შეზღუდავს.

კომენტარები