ქართველების გენოციდი აფხაზეთში

პატარაია: ვინ შეაფერხა პარლამენტში გენოციდის რეზოლუციის გატანა? მაჭუტაძემ, თუ ვინმე სხვამ

გარიცხვებში რა მაგრები ვართ? არავინ კითხულობს რატომ და როგორ მივიდნენ აქამდე. ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. შარშან, როდესაც ცნობილი გახდა რუსების სიმხეცეების შესახებ ბუჩაში, პუბლიკაციები გავაკეთე აფხაზეთში ქართველების გენოციდის თაობაზე. ნიკა მაჭუტაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჰქონდა სურვილი ამ თემაზე მოემზადებინა პარლამენტის რეზოლუციის პროექტი. უარს როგორ ვეტყოდი. შევხვდით, ჩვენს ოფისში ვისაუბრეთ, ყველა მასალა გადავეცი. დამპირდა, რომ ტექსტს გააკეთებდა და გადმიმიგზავნიდა. რამდენიმე დღეში კიდევ ერთი შეხვედრა გვქონდა მის კაბინეტში პარლამენტში. ყველა დეტალი შევათანხმეთ. ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი. თურმე, ფრაქციითვისაც უთქვამს და ისინი მხარს უჭერდნენ. შევთანხმდით, რომ რეზოლუციის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახით რედაქტირებისთვის საღამოს გადმომიგზავნიდა, შეგვეტანა მისი და აფხაზთა კრების სახელით ორიოდე დღეში, აღდგომის წინა ორშაბათს. ვისაუბრეთ აგრეთვე იმაზე, თუ როდის და როგორ მოხდებოდა პროექტის განხილვა ბიუროზე დღის წესრიგში შესატანად და კომიტეტებში. ტექსტი უკვე მზად იყო და შემპირდა რომ იმავე საღამოს საბოლოო ვერსიას გამომიგზავნიდა. არც ორშაბათს და არც შემდეგ ორშაბათს და არც არასდროს ტექსტი არ მიმიღია. ნიკა ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, დღემდე არ ვიცი. ტელეფონის ზარებზე არ მპასუხობდა, თავად არ მეხმიანებოდა. ბოლოს ჩვენს საერთო მეგობრებსაც ვთხოვე მასთან დაკავშირებდა, მაგრამ რაღაც გაურკვეველ პასუხებს იძლეოდა და მათაც თავი დაანებეს.

ახლა მაქვს ერთი მარტივი კითხვა და იმედია ვინმე მიპასუხებს: ვინ დაბლოკა პარლამენტში რეზოლუცია რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებული ქართველების გენოციდის აღიარების შესახებ, თავად ნიკამ, ფრაქციამ თუ კიდევ ვინმე სხვამ?

დაწერა აფხაზთა კრების თავმჯდომარემ, მალხაზ პატარაიამ.

17 მაისს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს და მათ ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა მხარი. ბაჩუკი ქარდავამ და ნიკა მაჭუტაძემ აღიარეს, რომ კანდიდატებს ხმა მისცეს.  

კომენტარები