ქართველების გენოციდი აფხაზეთში

ბოკერია: ღალატია ხაზგასმა, რომ აფხაზეთში რუსების მოწყობილი გენოციდი ეთნიკური კონფლიქტია

ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდას. კერძოდ, გუშინ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა, დღეს კი ყველასთვის ცნობილმა ივანიშვილის სპიკერმა ხუნდაძემ ერთი და იგივე გზავნილი გააკეთეს გუშინდელ დღესთან, აფხაზეთობასთან და ამასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიასთან მიმართებაში.

არცერთ განცხადებაში, რომელიც მათ გააკეთეს არ არის ნახსენები, არათუ რუსეთის მიერ 1990-იან წლებში რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი გენოციდი და ეთნიკური წმენდა, საერთოდ რუსული ოკუპაციის ხსენებაც კი არ არის არსად. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის პრობლემა წარმოჩენილია, როგორც ეთნიკური კონფლიქტი, სადაც უნდა შევრიგდეთ ჩვენ, ქართველები და აფხაზები. ჩვენი მტრის ფაქტორი, ვინც დააორგანიზა გენოციდი და ვისაც დღეს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ვისი მარიონეტული რეჟიმები სხდენ სოხუმში და ცხინვალში, მათი ხსენება არ არის არცერთგან.

როდესაც ჩვენ, ევროპული საქართველო და ჩვენი პარტნიორები ვსაუბრობთ გარუსების პოლიტიკაზე და რომ ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯები წარმოადგენს ღალატს, როდესაც შენ, შეგნებულად იმეორებ იმ ნარატივს, რაც შენს მტერს სჭირდება. ჩვენივე მთავრობა ხელს უწყობს იმას, რაც აზიანებს საქართველოს ინტერესებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. იმის მაგივრად, რომ ისარგებლოს, როდესაც თავისუფალი სამყაროს პოზიციები არსებითად შეიცვალა სწორი მიმართულებით.

დღეს, როდესაც ამის შესაძლებლობა გახსნილია, როდესაც უკრაინაში ჩადენილი ბოროტმოქმედებების შემდეგ, გენოციდად შეფასდა რუსეთის მოქმედებები. იმის მაგივრად, რომ მან აწარმოოს კამპანია საერთაშორისო ასპარეზზე, რომ საქართველოში რუსეთის მიერ ჩადენილი გენოციდი იქნეს აღიარებული, ამის ნაცვლად, ხაზს უსვამს, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი. ეს არის ღალატი და ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს მათ ყველა პოლიტიკურ ფიგურას, შეაფასონ ეს ამბავი, პრემიერმინისტრისა და ხუნდაძის განცხადება და პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამოთქვან ამაზე თავისი პოზიცია. 

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია გამოეხმაურა ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერს, დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საზოგადოებაში აღვივებენ ომის სურვილს, რომ აფხაზეთი ჩვენია და "სისასტიკეს სისასტიკით უნდა ვუპასუხოთ". 

28 მაისს, 20:00-ზე პარლამენტთან გაიმართება აქცია - გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი.

კომენტარები