ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ხვადაგიანი: ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია, რომ ლაზარე ნაფიც მსაჯულებმა გაასამართლონ

მარტის აქციებისთვის სახელმწიფომ სამაგიერო გადაგვიხადა იმით, რომ ამოარჩია ორი დამნაშავე და ახლა ორ ახალგაზრდა ადამიანს ემუქრება ძალიან ბევრი წელი ციხეში. მათი ბედი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, რომელსაც არავინ ენდობა, სამართლიანად არ ენდობა არავინ. თუ ხელისუფლებას სურს, რომ ამ პროცესის მიმართ რაიმე სახის ნდომა არსებობდეს ამ საზოგადოებაში, ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ ლაზარე ნაფიც მსაჯულებმა გაასამართლონ.

თან ასევე საფიქრებელია, რომ თუ თვითონ თვლიან, რომ ლაზარეს წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ, მაშინ არ უნდა ეშინოდეთ, რომ საჯაროდ, ნაფიც მსაჯულებთან გამოიტანონ პროცესი. მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლება ამის ნებას არ ამჟღავნებს და ჩვენ აქ ვართ, ლაზარეს კიდევ ერთ პროცესს ველოდებით. ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. იმიტომ, რომ არ მგონია, სასამართლო ამ შემთხვევაში რამეს წყვეტდეს. 

თქვა თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, სალომე ხვადაგიანმა.

კომენტარები