კრიმინალი

მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მწვრთნელს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების 4 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.  

ორგანიზაციის ინფორმაციით, განაჩენი მოსამართლე რომან ხორავამ გამოიტანა. 

"ეს წუთია თბილისის საქალაქო სასამართლომ  დამნაშავედ სცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში. 

PHR-ი თხოვნით მიმართავს მედია საშუალებებს მკაცრად დაიცვან მსხვერპლი ბავშვის კონფიდენციალობა". - წერია განცხადებაში. 

საქმეზე PHR-ის ადვოკატები - თამარ გაბოძე  და ანა თავხელიძე მუშაობდნენ. 

კომენტარები