საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

დეგნანი ფრენებზე: რატომ მიდის რუსეთი ამ დათმობაზე – რა იქნება საქართველოს საფასური?

ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს, როცა რუსეთი კვლავ სასტიკად ესხმის თავს მოქალაქეებს უკრაინაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთად დავსხდეთ და განვიხილოთ, თუ როგორ დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომლებმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესეს მთელ მსოფლიოში.

[...] ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომლის  ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომლის 8 მოქალაქე არის დაკავებული რუსული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთში, სადაც რუსული ძალების მიერ განგრძობადი წნეხის ქვეშ არიან. უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, მათი მიღებისას. მე ვხედავ, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კითხვაა - რატომ ? რატომ მიდის რუსეთი ახლა ამ დათმობაზე და რატომ გთავაზობთ მსგავს რამეს? რა იქნება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საფასური, სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რკინიგზის აღდგენის საფასური, რომელიც საქართველოს რუსეთთან აფხაზეთის გავლით დააკავშირებს?  ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პუტინი არაფერს გასცემს საფასურის დაკისრების გარეშე.

თქვა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

კომენტარები