იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ბოკერია 5 ოპოზიციონერ დეპუტატზე: სანქცირებულ სასამართლოსთან თანამშრომლობა კატასტროფაა

სანქცირებულ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმთან თანამშრომლობა კატასტროფაა... ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დეგრადაცია არ იწყება მაშინვე ასეთი საქციელით, ჯერ იწყება უბრალო ტყუილებით, როცა ერთს იძახი და მეორეს აკეთებ, ეს შეეხება მაგალითად პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს. როცა გუშინ ერთს იძახდი და დღეს მეორეს ამბობ და არც ხსნი, რატომ შეიცვალე პოზიცია, მსგავსი ქმედებები ზოგადად, როცა მოსულა ტყუილი და სიცრუე, შემდეგ ასეთი შემთხვევებით მთავრდება ხოლმე.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე ქართული ოცნების კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა. რუსთავი 2-ის ცნობით, ესენი არიან ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი.

კომენტარები