იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ბოკუჩავა დეპუტატებზე: ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს თანამშრომლობა

მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს თანამშრომლობა ფრაქციის ფორმატში. ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიც არის სასამართლო და როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყოვლად მიუღებელია, რომ არსებობდეს ისეთი პოზიციები, როგორიც დღეს დააფიქსირეს ამ ადამიანებმა. ეს არის თანმშრომლობა ქართულ ოცნებასთან, საუბარია ნიკა მაჭუტაძეზე, საუბარია ბაჩუკი ქარდავაზე, ნატო ჩხეიძეზე, როსტომ ჩხეიძეზე და, რამდენადაც ვიცი, კიდევ ერთ ადამიანზე, რომელიც ჩვენი წევრი არ არის.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა.  

რუსთავი 2-ის ცნობით, ოპოზიციის დეპუტატები, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას ხმა მისცეს, ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი არიან. 

კომენტარები