იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მდინარაძე ოპოზიციის დეპუტატებზე: მადლობა, რომ არ დაექვემდებარნენ ბულინგის მცდელობას

მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს [ოპოზიციის დეპუტატს], რომ სახელმწიფოებრივად იაზროვნა და გადააბიჯა საკუთარ თავს, არ დაექვემდებარა საბოტაჟის და ბულინგის მცდელობას. ვიღაცამ ვერ გაუძლო ამ ყველაფერს, ვიღაც პირიქით, ორგანიზატორი იყო ამ ბულინგის და საბოტაჟის. დღეს ჩვენ ვნახეთ ფაშისტური მეთოდები, პირდაპირ თავზე დადგომით, ანუ თავისუფალი მანდატით... ესენი ამომრჩევლებს რას უზამენ, წარმოიდგინეთ. თავის კოლეგებთან რას კადრულობენ, ადგებიან თავზე და პასუხს სთხოვენ.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.  

რუსთავი 2-ის ცნობით, ოპოზიციის დეპუტატები, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას ხმა მისცეს, ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი არიან. 

კომენტარები