იუსტიციის უმაღლესი საბჭო

წითლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე: ნიკა მაჭუტაძემ ჩემთან დაადასტურა, რომ ხმა მისცა

ერთი ადამიანი, ვინც ჩემთანაც დაადასტურა, ეს არის ნიკა მაჭუტაძე. მისი არგუმენტი, რომ ეს არის, ყოფილა რეკომენდაცია 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს არასწორია. რაც შეეხებათ სხვა ადამიანებს. ჯერჯერობით ვარკვევთ, ვინ არიან ეს ადამიანები.

თქვა ენმ-ის წევრმა, ანა წითლიძემ ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშია-ს დეპუტატზე, ნიკა მაჭუტაძეზე. პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

კომენტარები