დაჭრა ბათუმში

ბათუმში, TBC ბანკის ცენტრალურ ოფისში თანამშრომელი დაჭრეს

ბათუმში, TBC ბანკის ცენტრალურ ოფისში ბანკის თანამშრომელი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულმა, ბათუმში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, ნაცნობი, ამავე ბანკის თანამშრომელი - 1988 წელს დაბადებული ჯ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები