რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბახმუტში ერთ დღეში ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 მაისის ღამეს, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ორი პოლკოვნიკი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო, RIA Novosti რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მოტომსროლელთა ბრიგადის პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი და არმიის სამხედრო-პოლიტიკურ სამუშაოთა კორპუსის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ევგენი ბროვკო, სავარაუდოდ “შეტევების მოგერიებისას” დაიღუპნენ.

პროპაგანდისტები წერენ, რომ თითქოს მაკაროვი პირადად ხელმძღვანელობდა ბრძოლას, "შეტევის მოგერიებისას" მძიმედ დაიჭრა და ევაკუაციის დროს გარდაიცვალა. ბროვკო კი დამპყრობლების მოქმედებებს ხელმძღვანელობდა და მრავლობითი ჭრილობების გამო გარდაიცვალა.

კომენტარები