გამოწვევები ნამდვილად აქვს ამ ინსტიტუტს საქართველოში: როგორც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის კუთხით, ისე საქმის განხილვის ვადებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ინსტიტუტი რომ მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, განვლილმა პრაქტიკამ აჩვენა: მნიშვნელოვანია, საზოგადოების ჩართულობის ნაწილში და საზოგადოებასაც აფხიზლებს ასეთი პროცესები და ისინი ხვდებიან, რომ მართლსაჯულება მათგან განყენებული კი არ არის, არამედ მათი მონაწილებით ხდება. რაც თავის მხრივ, საზოგადოების მართლშეგნების დონესა და პასუხისმებლობის გრძნობას ძალიან ზრდის. მეორე იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საზოგადოებას ნდობა არ აქვს სასამართლოს მიმართ, ამ ფონზე საუბარი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებაზე, ნამდვილად აქტუალურია. რა თქმა უნდა, გაფართოებაზე მსჯელობისას მთელი რიგი საკითხები იქნება გასათვალისწინებელი, გარკვეული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. თუმცა, გაფართოება იმ მუხლებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ტოვებს სასამართლოს მხრიდან მიკერძოებულების განცდას - აი, ამ მუხლებზე, ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროა. იქ, სადაც სახელმწიფოს ინტერესი, შესაძლოა, სახელმწიფო ინტერესი იყოს მაღალი, ჩვენი სასამართლოს პირობებში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გამოსავალი იყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
თოლორაია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე: ზრდის მართლშეგნებისა და პასუხისმგებლობის გრძნობას
tbl.ge/6dbm
დაკოპირდა

ამბობს ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე.
ამავე თემაზე
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ანუ როგორ უნდა განგვსაჯოს ერის სინდისმა?
- გრიგორიადისი: ლაზარესთვის ყველაზე კარგი და საჭირო ვარიანტი არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
- ლემონჯავა: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უსინდისო მოსამართლეთა გავლენისგან გათავისუფლების გზაა
- კირთაძე: საზოგადოება ლაზარეს და თორნიკეს შემთხვევას მურუსიძის სასამართლოს არ მიანდობს
- მჟავანაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე: პრობლემური საქმეები მეტად სამართლიანად განისჯება