მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ მას მიეწოდოს ყველა ის მომსახურება, პენიტენციური დაწესებეულების ფარგლებში. ის საჭიროებს მკურნალობას? ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. ის რომ არ იმყოფებოდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მასთან არ შედიოდეს ექიმი, მას რაიმე სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდეს და ვერ იღებოდეს, ამაზე ვიქნებოდით პასუხუსიმგებელი, მაგრამ მას რაც სჭირდება, აქვს ყველაფერი.
ახლა მე გეტყვით ერთს დამატებით - პასუხისმგებელი მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე არიან ის ადამიანები, ვინც აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინებს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით მოიპოვებს თავისუფლებას, სწორედ ის ადამიანები, ვინც პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ, არ შეეწყვიტა შიმშილობა, ეშიმშილა, ვინც მას უქმნის ცრუ მოლოდინებს, რომ თუ დაიკლებს წონაში, თუ გაიუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და იქნება ათასი სხვაგვარი სიმულაცია, ის მოიპოვებს თავისუფლებას.