მოკავშირეებმა უკრაინას კონტრშეტევისთვის 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში პოლონეთის წარმომადგენლობის ოფისი ავრცელებს.
პოლონეთის მისიის ცნობით, უკრაინაში 575 ტანკიდან 325 პოლონეთმა გაგზავნა. გარდა ამისა, ნიდერლანდებმა უკრაინას 85 ტანკი გადასცა, გერმანიამ 80, აშშ-მა კი - 76.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემული 28 თვითმფრინავიდან პოლონეთმა უკრაინას 14 გადასცა. ვარშავადან გაგზავნილი სამხედრო თვითმფრინავები MiG-29-ის ტიპის გამანდგურებლებია.
ასევე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას, კონტრიერიშის დაწყების წინ, Storm Shadow-ს ტიპის რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გადასცა.
Storm Shadow არის შორი მანძილის მქონე ფრთოსანი რაკეტა, რომლის რადარების მიერ დაფიქსირებაც რთულია. მასზე ერთად მუშაობდა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. რაკეტას ძირითადად თვითმფრინავებზე ამონტაჟებენ. მას 250 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ის მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით ჩამოუვარდება ამერიკულ ATACMS-ის ტიპის რაკეტას, რომელსაც უკრაინა დიდი ხანი ითხოვდა.





