საქართველო-რუსეთი

პრემიერი: კეთილი ინებონ მეგობრებმა და გაგებით მოეკიდონ – რუსეთთან ვაჭრობა ჩვენს ინტერესშია

ყველანაირი დაძაბვის გარეშე, მეგობრებო, მინდა, ჩვენი მეგობრებიც ევროპაში და ყველგან, ნამდვილი მეგიბრები დავაწყნარო, ეს არის ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ეს უბედურება, რომ ჩვენ რუსეთს არ დავუწესებდით ეკონომიკურ სანქციებს, იმიტომ, რომ ამით საკუთარ მოქალაქეებს ჩავაგდებდით დიდ პრობლემებში და საკუთარ ბიზნესს დავაზარალებდით.

ეს უგუნური გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, გამოვმხტარიყავით, დაგვეწყო სანქციების დაწესება, ამით რუსეთის ეკონომიკას ვერაფერს ვერ დავაკლებდით... ამიტომ გავმიჯნეთ, ვთქვით, რომ ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, სანქცირებული კომპანიები, სანქცირებული ინდივიდები ვერ ისარგებლებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიით, ამის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ომის დაწყების შემდეგ, რაც შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ეს ჩვენს ინტერესებში შედის და კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა პირველ რიგში, და ამ ფაქტს გაგებით მოეკიდონ, თუ ისინი ნამდვილად არიან ჩვენი მეგობრები და თუ მართლა სხვა განზრახვა და მიზანი არ აქვთ.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, გააუქმოს საქართველოსთან სავიზო მომისვლა და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.

კომენტარები