დეპოზიტები

სებ: რუსების წილი არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში 37%-მდეა გაზრდილი

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ქვეყანაში მიგრანტთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა, რამაც არარეზიდენტი კლიენტების მხრიდან ქართულ ბანკებში დეპოზიტების ზრდა გამოიწვია. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლების რაოდენობა წლიურად 173.3%-ით გაიზარდა. ვიზიტორთა მატება უმეტესწილად რუსეთიდან (+410.5%), თურქეთიდან (+183.5%), სომხეთიდან (+350.9%) და ისრაელიდან (+108.7%) შემოსული ვიზიტორების ზრდამ განაპირობა.

ამავე ანგარიშით, არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი მთლიან არასაბანკო დეპოზიტებში 2022 წლის განმავლობაში 4%-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოსთვის 18.2% შეადგინა.

ამავე ანგარიშიდან ირკვევა, რომ რუსეთის რეზიდენტების წილი არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში 37%-მდეა გაზრდილი. რაც შეეხება ისრაელს, შესაბამისი მონაცემი 8% შეადგენს, უკრაინის შემთხვევაში კი - 6%-ს. 

კომენტარები