რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: შესაძლოა, რუსეთი 9 მაისს მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავდეს

ბალისტიკური სარაკეტო სისტემა Тополь-М წითელ მოედანზე, მოსკოვი, 2010 წლის 9 მაისი.
AFP

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები, შესაძლოა, 9 მაისის გამარჯვების აღლუმებზე საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავდნენ. 

"პროვოკაცია და ტყუილი ტირანებისა და აგრესორების მუდმივი იარაღია. რუსეთის მიერ დაწყებული ომის  მთელი არსი არის ის, რომ ჩვენ ისინი [რუსები] არ ვართ. ჩვენ ბრძოლის ველზე ვიბრძვით. ისინი ბომბავენ სამშობიარო სახლებსა და რკინიგის სადგურებს, იმ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იკრიბება.

ჩვენი მტერი არის წმინდა თარიღებით შეპყრობილი ტერორისტული სახელმწიფო.

რუსებს [მსგავს აღნიშვნებზე] მუდმივად სურთ მეტი მსხვერპლი, რათა მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვონ. რუსეთი ბევრ ქალაქში 9 მაისის აღლუმების ჩატარებას გეგმავს, სადაც ბავშვებიც იქნებიან. რუსეთი, შესაძლოა, თავისი ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავდეს. მათ არაერთხელ დაუხოცავთ თავიანთი ხალხი პოლიტიკური მიზნებისთვის." - წერს უკრაინის გენერალური შტაბი.

ამასთან, გენერალური შტაბი წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში მოქმედებენ და ომის წესებს იცავენ.

"ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის საკვანძო ღირებულებაა. ჩვენ არ ვიბრძვით მშვიდობიანი მოსახლეობის და განსაკუთრებით ბავშვების წინააღმდეგ." - წერს გენშტაბი.

კომენტარები