ქართული ოცნება

ღარიბაშვილი PES-ზე: თუ ვინმეს არ უნდა ჩვენს პარტიასთან თანამშრომლობა, ეს მათი ნებაა

ჩვენ გვექნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და ჩვენ პარტიასთან უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრეც, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, ზოგიერთმა დაპოსტა, რომ იმის გამო, რომ მე მივიღე კონსერვატიულ მოძრაობაში მონაწილეობა, რომელიც არის აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის და ძალიან ბევრი პრეზიდენტი, მათ შორის, პრეზიდენტი რეიგანი იყო ამ კონფერენციის სპიკერი, თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის. თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და მიუღებელია აღვირახსნილი პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო, ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა ევროპელი სოციალისტების გაერთიანების (PES) განცხადებას, რომლითაც ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის გამო გააკრიტიკეს.

კომენტარები