რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთმა უკრაინას МиГ-29-ის ტიპის 10 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა

PHOTO: GETTY IMAGES

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას МиГ-29-ის ტიპის 10 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა. 

5 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას МиГ-29-ის ტიპის 8 მოიერიშე თვითმფრინავი გადასცა.

გარდა ამისა, 13 აპრილს გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა პოლონეთის მოთხოვნა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მარაგიდან დარჩენილი МиГ-29-ის თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.

ამასთანავე, სლოვაკეთმა უკრაინაში МиГ-29-ის ტიპის 13 თვითმფრინავი გაგზავნა. 

კომენტარები