თურქეთი

ერდოღანის თქმით, ბოსფორის სრუტის ქვეშ სამსართულიან გვირაბს გაიყვანენ

Harry Papachristou

ბოსფორის სრუტის ქვეშ სამსართულიან გვირაბს გაიყვანენ, რომელიც თურქეთის უდიდესი მეტროპოლიის ევროპულ და აზიურ ნაწილებს დააკავშირებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო შეხვედრისას ისაუბრა

"ჩვენ ახლა დიდი სტამბოლის გვირაბის პროექტს ვახორციელებთ. ეს იქნება მესამე გვირაბი, რომელიც გაივლის ბოსფორის ქვეშ, მარმარიასა და ევრაზიის გვირაბების შემდეგ". - თქვა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელების შედეგად, სტამბოლის სატრანსპორტო სისტემაში ერთმანეთს 11 სხვადასხვა სარკინიგზო სატრანსპორტო ხაზი დაუკავშირდება, რომლითაც ყოველდღიურად 6.5 მილიონი მოქალაქე ისარგებლებს.

ასევე, გეგმის მიხედვით,  გვირაბი სამსართულიანი იქნება, რაც მის უნიკალურობას უსვამს ხაზს, რადგან მსგავსი პროექტი მსოფლიოში აქამდე არ განხორციელებულა. 

კომენტარები