მსოფლიო საკვების პროგრამა

მსოფლიო საკვების პროგრამა დაფინანსების ნაკლებობის გამო პალესტინელთა დახმარებას შეწყვეტს

პალესტინელები გაეროს ოფისთან მსოფლიო საკვების პროგრამის (WFP) მიერ 200 000-ზე მეტი პალესტინელის საკვებით დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მსოფლიო საკვების პროგრამა (WFP) დაფინანსების ნაკლებობის გამო, მომავალი თვიდან 200 000-ზე მეტი პალესტინელის საკვებით დახმარებას შეწყვეტს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი პროგრამის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დაფინანსების მძიმე ნაკლებობის გამო, WFP იძულებულია გააკეთოს მტკივნეული არჩევანი, თავისი შეზღუდული რესურსების გამოსაყენებლად. ივნისიდან WFP-ის მოუწევს დაიწყოს დახმარების შეწყვეტა 200 000 ადამიანისთვის, რაც მისი ამჟამინდელი დატვირთვის 60 პროცენტია". - უთხრა WFP-ის წარმომადგენლემა, სამერ აბდელჯაბერმა Reuters-ს.

გადაწყვეტილება ყველაზე მეტად დააზარალებს ოჯახებს ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე, სადაც საკვების უსაფრთხოებისა და შიმშილის პრობლემა განსაკუთრებით მაღალია. თუ პროგრამა დამატებით დაფინანსებას ვერ მიიღებს, WFP-ს საკვებისა და ფინანსური დახმარების მიწოდების სრულად შეწყვეტა აგვისტოს ბოლოს მოუწევს.

კომენტარები