რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუდანოვი: რუსეთს ფართომასშტაბიანი შეტევის პოტენციალი არ აქვს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურის, კირილო ბუდანოვის თქმით, რუს ოკუპანტებს ფართომასშტაბიანი შეტევის პოტენციალი არ აქვთ, თუმცა მათ სერიოზული თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ. ამის შესახებ ბუდანოვმა YahooNews-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ამ დროისთვის, რუსეთს არ აქვს არც სამხედრო, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური პოტენციალი, რომ ფართომასშტაბიანი შეტევის მცდელობა განახორციელოს უკრაინის ნებისმიერ ტერიტორიაზე." - თქვა ბუდანოვმა.

ამასთან, ბუდანოვმა აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა, რასთანაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამკლავება მოუწევთ არის რუსეთის ძლიერი თავდაცვა. მისივე თქმით, ოკუპანტები ცდილობენ რაკეტების გარკვეული მარაგი დააგროვონ, რათა უკრაინის კონტრშეტევა ჩაშალონ, თუმცა, ბუდანოვის თქმით, ეს მათ არ გამოსდით.

ომის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, კრემინას ტერიტორიასა და დონეცკის მახლობლად ძალზე შეზღუდული და ლოკალიზებული თავდასხმების გარდა, რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები მთელს ტერიტორიაზე ძირითადად შეწყვიტეს, რაც, სავარაუდოდ, თავდაცვაზე გადასვლას ნიშნავს. 

"[უკრაინული არმია] დროთა განმავლობაში აღიჭურვება დასავლური ტანკებით, დასავლური ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, დასავლური ჯავშანტექნიკით, და 2023 წლის მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში, იქნება უკრაინელების მასშტაბური კონტრშეტევა. დიდი ალბათობით სამხრეთში. ეს, ალბათ, დაახლოებით მელიტოპოლის ზონა უნდა იყოს და ისინი [უკრაინელები] შეეცდებიან კომუნიკაციების სახმელეთო ხაზის გაწყვეტას, რომელიც რუსეთს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ყირიმთან აკავშირებს." - ამბობს პეტრეუსი.

კომენტარები