ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა

მეუფე საბა ევროპას: გინდათ? ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ? კარგად იყავით

თვალი გაახილეთ ყველამ და დაინახეთ რა ხდება მსოფლიოში, სად მივდივართ და რას გვიპირებენ. ჩვენ არაფრის წინააღმდეგი არ ვართ, არც ევროკავშირის, არც ნატოსი, თუ სახელმწიფოს სჭირდება და ეს არის სახელმწიფოს ატრიბუტი, დაე, იყოს ასე, მაგრამ ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ისეთ გამოფენებს, ისეთ მოწოდებებს, ისეთ ცხოვრების წესს, რომელიც ქრისტეს წარმოაჩენს, როგორც სექსუალურ პიროვნებას, როგორც გეი პიროვნებას. ვინც შეურაცხყოფს დედა ღვთისმშობელს, ან შეურაცხყოფს თამარ მეფეს, ან რომელიმე წმინდანს, ან შეურაცხყოფს ჩვენს წესებს, ტრადიციებს. გინდათ? ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ? კარგად იყავით. 

თუ თქვენ გაქვთ, თქვენი წესები და ტრადიციები, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. არავინ არ უნდა უთხრას ქართველებს, არავინ არ უნდა დაემუქროს ჩვენ ქვეყანას, რომ ისეთი წესებით მიგიღებთ, როგორიც ჩვენ გვინდა. აბა, შეეცადეთ საქართველოში წესების და ტრადიციების განადგურებას. და ვინც შეეცადა, დღეს ისტორიაშიც კი არ იხსენება. ამიტომ, ცოტა ფრთხილად იყავით, როდესაც ამ ქვეყანას ისე ექცევით და ესაუბრებით, როგორც თქვენ გინდათ და არა ისე, როგორც ის იმსახურებს. 

ამბობს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა წმინდა გიორგის დღესასწაულზე ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

კომენტარები