რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული ბალისტიკური ჰიპერბგერითი რაკეტა ჩამოვაგდეთ – უკრაინის თავდაცვა

Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის, მიკოლა ოლეშჩუკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ბალისტიკური ჰიპერბგერითი რაკეტა Kinzhal-ი ჩამოაგდეს

"ვულოცავ უკრაინელ ხალხს ამ ისტორიულ მოვლენას! დიახ, ჩვენ ჩამოვაგდეთ Kinzhal-ი". - წერს ოლეშჩუკი Telegram-ზე. 

ამასთან, იგი მიანიშნებს, რომ რაკეტის ჩამოსაგდებად უკრაინამ აშშ-ს Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემა გამოიყენა. მას შემდეგ, რაც იგი წერს, რომ ურკაინელება რუსული რაკეტა ჩამოაგდეს, ოლეშჩუკი ახსენებს სიტყვა Patriot-ს, რომელსაც თან უკრაინის დროშას ურთავს. 

კომენტარები