სერბეთი

კაცი, რომელმაც სერბეთში 8 ადამიანი მოკლა, ნეონაცისტურ სიმბოლოებს ატარებდა

REUTERS/Antonio Bronic

სერბეთის პოლიციის ბოლო განცხადების მიხედვით, კაცმა, რომელსაც ნეონაცისტური სიმბოლოთი ზედა ეცვა, 8 ადამიანი მოკლა და 14 დაჭრა. იგი შემთხვევიდან მალევე იპოვეს - ეჭვმიტანილი ბაბუის სახლში იმალებოდა.

პოლიციამ, ასევე, დააკავა ეჭვმიტანილის ბაბუა და ბიძა. 

სახელმწიფო მაუწყებელმა RTS-მა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილი, 21 წლის კაცი, სკოლის ეზოში ჩხუბობდა, შემდეგ კი იარაღით დაბრუნდა და მოძრავი მანქანიდან ცეცხლი გახსნა. 

იმავე კვირაში, 3 მაისს ბელგრადის სკოლაში მე-7 კლასელმა ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანი მოკლა.

"ვპოვებთ სამართალს. ეს მონსტრები ვერასდროს ნახავენ დღის სინათლეს". - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა რომელმაც შემთხვევას "ტერორისტული თავდასხმა უწოდა. 

1990-იანი წლების ომის შემდეგ სერბეთში და ზოგადად - დასავლეთ ბალკანეთში დიდი რაოდენობის სამხედრო დონის იარაღი და საბრძოლო მასალები კერძო პირების ხელშია დარჩენილი. ამის მიუხედავად,  მასობრივი სროლები ბალკანეთის რეგიონში ძალიან იშვიათია. ბოლო წლებში სკოლაში არცერთი მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. ბოლო მასობრივი სროლისას, 2013 წელს ბალკანეთის ომის ვეტერანმა ერთ-ერთ სოფელში 13 ადამიანი მოკლა. 

პრეზიდენტმა "პრაქტიკული განიარაღების" ინიციატივა წამოაყენა, რაც იარაღის ფლობისთვის უფრო ხშირ სავალდებულო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას ითვალისწინებს. 

მთავრობა, ამასთანავე, გეგმავს სკოლების უსაფრთხოებისთვის 1 200-მდე ახალი პოლიციელი დაიქირაონ და ამნისტია შესთავაზონ იმ პირებს, რომლებიც არალეგალური იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჩაბარებას გადაწყვეტენ. 

კომენტარები