რადიო თბილისი "მასტერის" სიმღერებს აღარ გაუშვებს

რადიო თბილისი FM93.5- ის მფლობელისა და მედიამენეჯერის, რამაზ სამხარაძის ცნობით, რადიო თბილისის ეთერში მასტერის სიმღერებს აღარ გაუშვებენ. 

"მოვისმინე "მასტერის" სიმღერა, დღეიდან რადიო თბილისის FM93.5- ის ეთერში აღნიშნული "რეპერის" არცერთი სიმღერა აღარ გავა.

ყველა მომღერალი, ვინც "პოლიტიკურ" სიმღერებს მღერის და მხარს უჭერს შავ-ბნელ ძალებს, დიდი ხანია ჩახსნილია ეთერიდან, ერთ-ერთი ასეთია მაგალითად, "უცნობი".

ჩემი უდიდესი პატივისცემა ლევან ბერძენიშვილს და ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს. 

მე, როგორც მედია მენეჯერი, ვწუხვარ რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მიწევს... თუმცა მეგობრებო, არაა სიბნელეს! არა უმეცრებას! არა ასეთ მომღერალებს და მუსიკას.მადლობა ყურადღებისთვის". - წერს სამხარაძე Facebook-ზე.  

კომენტარები