სერბეთი

სერბეთში 8 ადამიანის მოკვლასა და 13-ის დაჭრაში ეჭვმიტანილი 21 წლის პირი დააკავეს

REUTERS/Antonio Bronic

დაკავებულია პირი ეჭვმიტანილია გამთენიისას სერბეთში 8 ადამიანის მოკვლასა და სულ მცირე 13-ის დაჭრაში. ეს შემთხვევა ამ კვირაში უკვე მეორე მასობრივი სროლაა

სახელმწიფო მაუწყებელმა RTS-მა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილი, 21 წლის კაცი, სკოლის ეზოში ჩხუბობდა, შემდეგ კი იარაღით დაბრუნდა და მოძრავი მანქანიდან ცეცხლი გახსნა. 

"ეჭვმიტანილი უ.ბ. 2002 წელსაა დაბადებული. იგი ქალაქ კრაგუევაცისთან დააკავეს". - ნათქვამია სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

თავდამსხმელი განურჩევლად ესროდა ადამიანებს სამ სოფელში - დედაქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით.

მანამდე, 3 მაისს ბელგრადის სკოლაში მე-7 კლასელმა ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანი მოკლა.

სერბეთში იარაღის დიდი რაოდენობა 1990 წლების ომიდანაა შემორჩენილი. ამის მიუხედავად, მასობრივი სროლები სერბეთში და ზოგადად ბალკანეთის რეგიონში ძალიან იშვიათია. ბოლო წლებში სკოლაში არცერთი მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. ბოლო მასობრივი სროლისას, 2013 წელს ბაკლანეთის ომის ვეტერანმა ერთ-ერთ სოფელში 13 ადამიანი მოკლა. 

კომენტარები