სერბეთი

სერბეთში ამ კვირაში მეორე მასობრივ სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა

გამთენიისას მსროლელმა სერბეთში 8 ადამიანი მოკლა და სულ მცირე 13 დაჭრა. ეს შემთხვევა ამ კვირაში უკვე მეორე მასობრივი სროლაა

მანამდე, 3 მაისს ბელგრადის სკოლაში მე-7 კლასელმა ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანი მოკლა.

ასობით პოლიციელი 21 წლის ეჭვმიტანილს ეძებდა, რომელმაც მიმალვა შეძლო.

თავდამსხმელი განურჩევლად ესროდა ადამიანებს სამ სოფელში - დედაქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით.

სერბეთში იარაღის დიდი რაოდენობა 1990 წლების ომიდანაა შემორჩენილი. ამის მიუხედავად, მასობრივი სროლები სერბეთში და ზოგადად ბალკანეთის რეგიონში ძალიან იშვიათია. ბოლო წლებში სკოლაში არცერთი მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. ბოლო მასობრივი სროლისას, 2013 წელს ბაკლანეთის ომის ვეტერანმა ერთ-ერთ სოფელში 13 ადამიანი მოკლა. 

კომენტარები