პოლიციის ინფორმაციით, ოკლაჰომაში გაუპატიურებისთვის გასამართლებულმა მოძალადემ, ჯესი მაკფადენმა, რომელიც ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვეს, ცოლი, სამი შვილი და მათი ორი მეგობარი სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
პოლიციის ცნობით, კაცმა თითოეულ მოკლულს თავში 9-მმიანი პისტოლეტით ესროლა. როგორც გამოძიებიდან ირკვევა, სიკვდილის ადგილი არაა ის, სადაც პოლიციამ ცხედრები იპოვა. მკვლელმა დახოცილები საკუთარი სახლის მახლობლად მიიტანა და თავი იქვე მოიკლა.
შემთხვევის დღეს მაკფადენი სასამართლოში უნდა წარდგენილიყო. გაუპატიურების გამო დაკავებისას ციხეში ყოფნისას იგი თინეიჯერებს ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის მიწოდებას სთხოვდა.
14 წლის აივი ვებსტერი და 16 წლის ბრიტნი ბრევერი 29 აპრილს მაკფადენების ოჯახს ესტუმრნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც გოგოები აღარ გამოჩნდნენ, 1 მაისს პოლიციამ მათზე ძებნა გამოაცხადა.
მსხვერპლის დახოცვის მოტივს პოლიცია არ ასაჯაროებს. 1 მაისს იგი სასამართლოში პატიმრობაში ყოფნისას ბავშვთა პორნოგრაფიის გასაღების საქმეზე უნდა გამოცხადებულიყო.
მაკფადენი 2003 წელს გაუპატიურებისთვის გაასამართლეს და მან საპატიმრო 2020 წელს ვადაზე ადრე დატოვა.